დანიის ჩემპიონატში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ შინ „ბრონდბიუსთან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველი მცველი სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე მალევე შევიდა, 23-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელი ჩაანაცვლა. წაგების მიუხედავად „კოპენჰაგენმა“ ლიდერობა შეინარჩუნა.
ლოჩოს და ლორიას კარგი მატჩები, ზარია საუკეთესოა – ლეგიონერები
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 35-ე ტურში „გრანადამ“ სტუმრად „ალბასეტეს“ მოუგო – 2:0 და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის შესაძლებლობა გაუჩნდა.
გიორგი წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. შეფასებები: sofascore – 7.1, flashscore – 7.0.
გიორგი კვერნაძემ სრულად ითამაშა „ფროზინონეში“, რომელიც იტალიის სერია B-ში „ჩეზენას“ სტუმრად დაუზავდა – 1:1.
კვერნაძე ათამაშდა და ზედიზედ მე-4 შეხვედრაში ასრულებს ამდენივე საგოლე მოქმედებას. 3 გოლი და 5 საგოლე პასი – ასეთია მისი მონაგარი მიმდინარე სეზონში.
მისმა საგოლე პასმა “ფროზინონეს” გადაურჩინა ქულა. შეფასება – 6.8.
საბერძნეთში, ლევან შენგელიას „ოფი კრეტა“ „ატერასს“ ესტუმრა და წააგო – 1:2. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილმა საგოლე პასი გააკეთა შეასრულა „პარდუბიცესთან“ და „იაბლონეცს“ თამაშის მოგებაში დაეხმარა – 1:0. შეფასება 7.6.
რუმინეთში, ბაჩანა არაბულმა „უტა არადის“ გაუტანა და „უნირეას“ გასავარდნთა ჯგუფში მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმშიშევიდა და 77-ე წუთზე გაიტანა.
ანზორ მექვაბიშვილმა 74 წუთი ითამაშა „უნივერსიტატეაში“, რომელიც ბუქარესტში „სტიაუას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.
უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „დებრეცენს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი თამაში მოუგო – 2:1.
ბერიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. მან 48-ე წუთზე ანგარიში გახსნა. შეფასება – 7.9 ქულა.
ამავე ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდებიც დაუპირისპირდნენ – „ნირედიჰაზამ“ (ნიკა კვეკვესკირი თამაშობს) „ფეჰერვარი“ (ალექსანდრე კალანდაძე) 1:0 დაამარცხა. თუმცა სამატჩო განაცხადში არცერთი ქართველი არ იყო.
ბუნდესლიგაში თამაში გამოტოვა ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „ჰაიდენჰაიმი“ ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანს ორ კვირაში უნდა დაუბრუნდეს.
GIPHY App Key not set. Please check settings