გიორგი კვერნაძემ სერია B-ში პირველი გოლი გაიტანა და „ფროზინონეს“ „სალერნიტანას“ დამარცხებაში დაეხმარა – 2:0.
მე-19 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე და პირადად მოაგებინა თავის გუნდს.
63-ე წუთზე კვერნაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა: ბურთი საკუთარი ნახევრიდან წაიღო, დრიბლინგით მეტოქის საჯარიმოს მიუახლოვდა და უძლიერესი დარტყმით კუთხეში ზუსტად ჩასვა.
მეორე გოლი კი „ფროზინონემ“ ჩვენიანის საგოლე პასით გაიტანა.
გიორგის შეფასებები ბუნებრივია მაღალია: Flashscore – 8.9; Sofascore – 8.9.
ფროზინონე – სალერნიტანა 2:0
გოლები: 1:0 კვერნაძე (63), 2:0
ამბროზინო (85)
გაძევება: გილონე (45+1, სალერნიტანა)
ამ გამარჯვებით „ფროზინონემ“ 19 ქულა დააგროვა, მე-17 ადგილზე გადაინაცვლა და და 29 დეკემბერს სტუმრად „იუვე სტაბიას“ დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings