in

კვერნაძემ დუბლი შეასრულა და საუკეთესო გახდა

გიორგი კვერნაძემ დუბლი შეასრულა და „ფროზინონეს“ საშინაო მატჩი მოაგებინა „იუვე სტაბიასთან“ – 3:0.

სერია B-ს მე-15 ტურში ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 73-ე წუთზე გაიყვანეს, მაგრამ მანამდე ორი გოლის გატანა მოასწრო.
პირველი ტაიმის სულ ბოლოს ანგარიში გახსნა, ხოლო 72-ეზე დუბლი შეასრულა.

შეფასებები: sofascore – 8.4 (ყველაზე მაღალი ორივე გუნდიდან), flashscore – 8.1.

კვერნაძის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 13 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.

ფროზინონე – იუვე სტაბია 3:0
გოლები: 1:0 კვერნაძე (45+1), 2:0 კალვანი (61), 3:0 კვერნაძე (65)

„ფროზინონემ“ ჩემპიონატზე ბოლო 7 შეხვედრიდან 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 31 ქულა აქვს, “მონცასთან” ერთად ლიდერია და 14 დეკემბერს „პესკარას“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლოჩოშვილმა გერმანიაში პირველი გოლი გაიტანა

რა თქმა უნდა: ხვიჩა ტურის სიმბოლურშია