Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას ბალმაზუივაროშის “ნიდერჰაზაში” გააგრძელებს.
32 წლის ნახევარმცველის დამატება თბილისის “დინამოს” და გორის “დილასაც” სურდათ. მაგრამ ფეხბურთელმა კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, კვეკვესკირმა “ლეხი” ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
“ნიდერჰაზა” 6 ტურის შემდეგ უნგრეთის ჩემპიონატზე 4 ქულით მე-11 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings