ნიკა კვეკვესკირი პოზნანის “ლეხის” ფეხბურთელი აღარ არის. მართალია კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონი იყო ძალაში, მაგრამ 32 წლის ქართველმა კლუბთან კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
„ნიკა, გმადლობთ „ლეხში“ თამაშისათვის და წარმატებებს გისურვებთ“, – წერია „ლეხის“ განცხადებაში.
კვეკვე „ლეხში“ 2021 წლის იანვარში გადავიდა და 123 მატჩში მიიღო მონაწილება. მის ანგარიშზე 6 გოლი და 6 ასისტია.
სად გააგრძელებს ნიკა კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.
კვეკვესკირმა საქართველოს ნაკრებში 61 მატჩი ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings