in

კვარა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული მატჩი ითამაშა და უეფამ სწორედ ის დაასახელა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩვენიანი იმავე უეფამ პირველი მეოთხედფინალური მატჩების სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

მეკარე: იან ზომერი (ინტერი)

მცველები: ვილიამ სალიბა, იურიენ ტიმბერი (ორივე არსენალი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ვიტინია (პსჟ), დეკლან რაისი (არსენალი)

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი (ორივე ბარსელონა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

პსჟ-მა „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა ინგლისელთა კარში ეფექტური გოლი გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია ასევე იბრძვის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის. მას ჩვენც შეგვიძლია მივცეთ ხმა.

კვარა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის ნომინანტია: მივცეთ ხმა ხვიჩას

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძეს პრემიერლიგის სამი გუნდი იწვევს

მამარდაშვილი მზადაა ვალენსიაში დარჩეს… ერთი პირობით