ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალები დასრულდა და უეფამ კვირის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტები წარადგინა. ჩვენთვის სასხიარულოა, რომ ამ თხეულში ქართველიც მოხვდა. შეგახსენებთ, უეფამ პსჟ-„ასტონ ვილას“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიცა კვარაცხელია დაასახელა.
პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ პრიზზე ნომინირებული არიან:
- ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-დან, რომელმაც „ასტონ ვილას“ გოლი გაუტანა;
- ალესანდრო ბასტონი „ინტერიდან“;
- „არსენალის“ ფეხბურთელი დეკლან რაისი ორი გოლით საჯარიმო დარტყმიდან მადრიდის “რეალთან”;
- „ბარსელონას“ მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ასევე ორი გაუტანა ყოფილ გუნდ „ბორუსიას“.
გამარჯვებული კენჭისყრის შედეგებით გამოვლინდება.
ხმის მიცემა შესაძლებელია უეფას ოფიციალურ საიტზე, აი ამ ბმულზე.

აღვნიშნოთ ისიც, რომ კვარაცხელიას გოლი ნომინირებულია „დღის გოლზე“ (Goal of the Day), სადაც მისი კონკურენტები მისივე თამაგუნდელები არიან – დუე და მენდეში, ასევე ლევანდოვსკი.
GIPHY App Key not set. Please check settings