in ,

კვარა შეიძლება მესის შეხვდეს: კრიშტიანო უკვე იყო

ქართველი გულშემატკივრების ინტერესი და მოლოდინი ახლა 31 მაისს უკავშირდება. ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული და ველოდებით, რომ ქართველი ფეხბურთელი კიდევ ერთხელ მოიგებს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს.
ამის შემდეგ კი სულაც არ დგება კუთვნილი დასვენების დრო. პსჟ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე წავა.
ხვიჩას გუნდი B ჯგუფშია და ჭიდილი მოუწევს მადრიდის „ატლეტიკოსთან”, ბრაზილიურ „ბოტაფოგოსა” და MLS-ის „სიეტლთან”. ორი საუკეთესო მერვედფინალში გავა.
კვარა და პსჟ ჯგუფის ორ მატჩს პასადენაში, ლეგენდარულ „როუზ ბოულზე” ჩაატარებენ.

პსჟ-ს ჯგუფური განრიგი ასეთია:

15 ივნისი, 23:00 სთ: პსჟ – ატლეტიკო;
20 ივნისი, 05:00 სთ: პსჟ – ბოტაფოგო;
23 ივნისი, 23:00 სთ: სიეტლი – პსჟ.

აი ჯგუფის შემდეგ კი ერთი ძალზე საინტერესო დეტალია. B ჯგუფის გუნდები პლეი-ოფში შეხვდებიან A ჯგუფის წარმომადგენლებს. აქ კი არიან „პორტო“, ბრაზილიური „პალმეირასი“, ეგვიპტის „ალ აჰლი“ და… ლეო მესის „ინტერ მაიამი“.

ანუ გამოდის, რომ სავსებით შესაძლებელია კვარაცხელია მესის შეხვდეს. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ხვიჩა თავის კუმირ კრიშტიანო რონალდოს შეხვდა და მოუგო კიდეც. ასე რომ, ახლა ჩვენი დროის და ზოგადად ყველა დროის მეორე უდიადეს ფეხბურთელთან გაჯიბრების დროა.

ვნახოთ აბა, რა და როგორ დაჯდება…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია