in

კვარა, შეგინახოთ ბილეთები: FIBA საქართველოს ულოცავს და ხვიჩას ბილეთებს სთავაზობს

მოგეხსენებათ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.

FIBA-მა საკუთარ ინსტაგრამზე ჩვენებს გამარჯვება მიულოცა:
„საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს“.

ამასთან, FIBA-მა ხვიჩა კვარაცხელიასაც მიმართა: „კვარა”, შეგინახოთ ბილეთები?“.

ცნობილია, რომ ხვიჩა კალათბურთის დიდი გულშემატკივარია. მან ისლანდიასთან გადამწყვეტ მატჩამდე ნაკრებს სიტყვითაც მიმართა და გამარჯვება უსურვა.

მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში გაიმართება – ფილიპინებში, ინდონეზიასა და იაპონიაში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კრიშტიანო შვილთან ერთად ჩხუბის საყურებლად მივიდა

ვიდეო, ფოტო: ფანებმა მოედანი სათამაშოებით გაავსეს – საჩუქრებს მიწისძვრისგან დაზარალებულ ბავშვებს გაუგზავნიან