in

კვარა ტრავმირებულია და ახალ წლამდე ვეღარ ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. ჩვენიანი ბოლოს „ლაციოსთან” მატჩში დაშავდა.

იყო ეპიზოდი, როდესაც ხვიჩა სტუმართა საჯარიმოში იწვა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა შეტევა არ შეჩერდა და ხვიჩაც წამოდგა და თამაში გააგრძელა, თანაც ბოლომდე.

კვრაცხელიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა (“ნაპოლის” ცნობით, Pineta Grande Hospital-ში), რომელმაც მყესის საშუალო ხარისხის დაზიანება დაადგინა. მან სარეაბილიტაციო პროცესის გავლა დაიწყო.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი გამოტოვებს დეკემბერში დარჩენილ სამივე მატჩს. ხვიჩა სავარაუდოდ 4 იანვარს დაბრუნდება “ფიორენტინასთან”, ან შესაძლოა 12 იანვარს “ვერონასთან”.

კვარაცხელიას მდგომარეობას ექიმები დააკვირდებიან და უფრო დეტალურ ცნობებს მერე იტყვიან, თუმცა თავდაპირველი შეფასებით არ არის გამორიცხული ხუთ კვირამდე უქმობა მოუწიოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯერ ზუსტად არ იციან, მაგრამ მამარდას სამი კვირა გაუცდებაო

ზურიკოს ფასი გაიზარდა: უკვე 8 მილიონი