in

კვარა ნაპოლის რეკორდსმენია: რა დაწერეს იტალიურ პრესაში ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8 ფინალურ მატჩში „ნაპოლიმ“ გასვლაზე 2:0 დაამარცხა „აინტრახტი“. ხვიჩამ მოგეხსენებათ პენალტი გააფუჭა, მაგრამ დიდებული საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ჩვენიანი მიმდინარე ლიგაზე გახდა „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 5-ზე მეტ საგოლე ვითარებაში მიიღო მონაწილეობა.
კვარაცხელიამ 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

ამასობაში იტალიური მედია კვარას თამაშს აფასებს:

Areanapoli
„მისთვის საუკეთესო საღამო არ ყოფილა, თუმცა დი ლორენცოზე გაკეთებული საგოლე პასი მართლაც მაგიური იყო“.

Tuttonapoli
„მიუხედავად უიღბლობისა, მაინც გაიბრწყინა. ხვიჩამ თერთმეტმეტრიანი ცუდად არ შეასრულა, საგოლე პასი კი ძალიან ღირებულია“.

Calcionapoli1926
„პენალტი და რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმში მისი დრო დადგა, ხვიჩას პასი მეოთხედფინაის საგზურია“.

Eurosport:
„რამდენიმე კარგი შანსი გაუშვა. თუმცა პასი, რომელიც დი ლორენცოს გაუკეთა, ამ ბიჭის გენიალურობის ადასტურებს“.

Goal
„როგორც ჩანს, ისიც ადამიანია, პენალტი გააფუჭა და კარგი შანსით ვერ ისარგებლა, მაგრამ ქუსლით გაკეთებული პასით ყველაფერი აანაზღაურა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მილიონერი, დიზაინერი და გასამართლებული: გავიცნოთ ლეო მესის უახლოესი ნათესავები

იტალია პირველზე გავიდა, დღეს სამი ქართველი იასპარეზებს