ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე („ბრესტთან“ 7:0) შესანიშნავად ითამაშა და საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა. Whoscored-მა კი საერთოდ 10 ქულა დაუწერა, რაც იშვიათი რამაა. შესაბამისად რა გასაკვირია, რომ ჩვენიანი სიმბოლურშიც შეიყვანა.
კვარაცხელია ჰეთ-თრიქის ავტორ კილიან მბაპესთან ერთად საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ფრანგმაც 10 ქულა დაიმსახურა.

ამასთან მბაპე გახდა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე. მან გამოკითხვაში გაუსწრო პსჟ-ს ვიტინიას, პსვ-ს ნოა ლანგას და „ბენფიკას“ ორკან კექჩუს.
GIPHY App Key not set. Please check settings