ხვიჩა კვარაცხელიას აღდგენის პროცესი კარგად მიდის, მკურნალობას ასრულებს და კარგ ფორმაში დაბრუნებას ცდილობს, – ინფორმაციას Gazzetta dello Sport ავრცელებს.
„ნაპოლიმ“ სეზონის პირველი ნაწილი კარგად დაასრულა, მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებამდე ლუჩანო სპალეტის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა (8 ქულით ასწრებს „მილანს“, 10-ით „იუვენტუსს“, ხოლო 11-ით – „ინტერს“). ნეაპოლელებმა ასევე მოიგეს ჩემპიონთა ლიგის ძლიერი ჯგუფი და მერვედფინალში გავიდნენ.
„ნაპოლის“ ერთადერთი საზრუნავი ეხება ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობას, ფენომენალური ტალანტი სპალეტის გუნდში ზაფხულში ჩამოსვლის შემდეგ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის 17 მატჩში უკვე 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, პლუს 3 პენალტი მოიპოვა.
მაგრამ 21 წლის ფეხბურთელმა „ნაპოლის“ ბოლო სამი მატჩი ზურგის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა კვარაცხელია, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებულია და სურს გუნდს საუკეთესო ფორმაში უახლოეს პერიოდში დაუბრუნდეს.
სპალეტის გუნდმა შეძლო 2001 წელს დაბადებული მარცხენა შემტევის არყოფნის დაბალანსება, მაგრამ „ნაპოლის“ კვარაცხელია იანვარში ძალიან სჭირდება. ნეაპოლიტანური გუნდი კვარაცხელიას ელოდება. ფეხბურთელი მკურნალობას ამთავრებს და მიზნად ისახავს 2023 წლის იანვრისთვის, როდესაც სერია „ა“-ში სეზონი განახლდება, საუკეთესო ფორმაში იყოს“, – ამტკიცებს Gazzetta dello Sport.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings