in

კვარა ლიგა 1-ის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელია

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული შეხვედრა ჩაატარა ლიგა 1-ის ბოლო, 34-ე ტურში „ოსერთან“. პარიზელებმა 3:1 მოიგეს და ამაში მთავარი როლი ქართველმა ითამაშა. ხვიჩამ დუბლი მიითვალა (პირველი საფრანგეთში). ორმა ანალიტიკურმა საიტმა უმაღლესი 10.0 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა. ცხადია WhoScored-მა და Sofascore-მა ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.
ხვიჩა ტურის სიმბოლურში შეიყვანა ფრანგულ გამოცემა „ეკიპმაც“, თუმცა შეფასებად მხოლოდ 8.0 დაუწერა.

ახლა კი გაირკვა, რომ კვარა არა მარტო თამაშის, არამედ მთელი ტურის საუკეთესო მოთამაშეა. ასეთია რამდენიმე ანალიტიკური სპორტული პორტალისა და ფრანგული მედიის შეფასება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძით ლესტერი და ვულვზი დაინტერესდნენ 

მბაპე ნახევარი ქულით ჩამორჩება დიოკერეშს, სალაჰი 2.5-ით: სათამაშო კიდევ რჩებათ – ვის შეხვდება ოქროს ბუცი