ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ამხანაგურ მატჩში ფრანგული „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა.
ქართველი შემტევი ისევ ძირითადში იყო.
ის შეტევის მთელ პერიმეტრზე მოქმედებდა. ფლანგების გარდა, ცენტრიდანაც არიგებდა პასებს და როცა საჭირო იყო, დაცვასაც ეხმარებოდა.
პირველ ტაიმში, ერთ ეპიზოდში კვარაცხელია საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ მეკარემ აჯობა.
წინა სპარინგისგან განსხვავებით კონტემ შესვენებაზე შემადგენლობა არ შეცვალა. განსაკუთრებით ხვიჩა აქტიურობდა, ჭკვიანურად დაარტყა და ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო ორჯერ კარიგ პასი მისცა პარტნიორებს. 70-ე წუთზე კონტემ 9 ფეხბურთელი შეცვალა, თუმცა დი ლორენცო და კვარა დატოვა და ტაქტიკა 3-5-2-ზე გადააწყო.
კვარაცხელია მე-80 წუთზე გავიდა.
ნაპოლი: მერეტი (კაპრილე 70), დი ლორენცო (მეცონი 88), ბონჯორნო (ჟუან ჟეზუსი 70), რაჰმანი (ნატანი 70), მაზოკი (ძერბინი 70), ანგისა (კაიუსტე 70), ლობოტკა (ფოლორუნშო 70), სპინაცოლა (მარიო რუი 70), პოლიტანო (ნგონჟი 70), კვარაცხელია (ჩედირა 80), რასპადორი (სიმეონე 70)
მომდევნო შეხვედრას „ნაპოლი“ 3 აგვისტოს „ჟირონასთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings