in

კვარა იტალიაში ერთადერთია, რომელმაც… ხვიჩა დიდ ხუთეულთან

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა და ახალ მწვრთნელ ვალტერ მაძარის პირველ გამარჯვებაში დაეხმარა სტუმრად „ატალანტასთან“ (2:1).

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია არა მარტო იტალიაში, ზოგადად ერთ-ერთი გამორჩეულია სტატისტიკის მიხედვით. მონაცემები ანალიტიკურმა პორტალმა Opta-მა დაითვალა.

კვარაცხელია სერია ა-ს ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ბოლო ორ სეზონში ყველა ტურნირზე მინიმუმ 18 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი შეასრულა. ამ სტატისტიკით ქართველი ფეხბურთელი ლეო მესის, ბუკაიო საკას, ანტუან გრიზმანის, ვინისიუსისა და მოჰამედ სალაჰის შემდეგ მოდის.

კვარაცხელიასთან დაკავშირებით 2023/24 წლების სეზონის სტატისტიკის გამოთვლა DTFootball-მაც არ დაიზარა. აქ საუბარია საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებზე:

1657 წუთი (ბოლო 18 მატჩში)
გოლი – 9
საგოლე პასი – 5
დრიბლინგი – 64
შექმნილი საგოლე შანსი – 49

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩახუტება ხვიჩასთან? სასიამოვნო იყო: ნაპოლის ახალ მწვრთნელს უნდა, რომ კვარაცხელიას დეტალები აუხსნას

9.0 ბუდუს: ზივზივაძე ბოლოს შეუშვეს, მაგრამ დუბლი შეასრულა