იტალიის ჩემპიონატში „ნაპოლიმ“ 30-ე ტურის მატჩი შაბათს გამართა, მიზეზი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ¼ ფინალია, საითკენაც არის მიპყრობლი მთელი ყურადღება. ამის გამო ხვიჩა კვარაცხელია მწვრთნელმა დაასვენა და თადარიგიდან შეუშვა მოედანზე.
„ნაპოლიმ“ კი ვერ მოიგო და „ვერონას’ ქულები გაუყო – 0:0.
ოსიმენისა და კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ პირველ ტაიმში უფერულად გამოიყურებოდა. ისევე როგორც მეორე ტაიმის საწყის პერიოდში, სანამ სპალეტი ცვლილებებს მიმართავდა.
კვარა მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა, 72-ე წუთზე კი ოსიმენიც გამოჩნდა, ასევე შევიდნენ ლობოტკა და ზიელინსკი და შემადგენლობამ ოპტიმალური სახე მიიღო.
ქართველი აქტიურად ჩაერთო თამაშში, ორ მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა (კომპენსირებულ დროში ხვიჩაც გააფრთხილეს), ოსიმენმა ბურთი ხარიხას გაარტყა.
თუმცა, ნეაპოლელებმა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. ცხადია ეს დაკარგული ქულები გუნდს საჩემპიონოდ პრობლემას მაინც არ შეუქმნის. „ნაპოლის“ 75 ქულა აქვს და მყარად არის პირველ ადგილზე.
ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრა „ნაპოლის“ 23 აპრილს სტუმრად უწევს „იუვენტუსთან“. თუმცა მანამდე, 18 აპრილს „მილანთან“ სამკვდრო-საციცხლო ბრძოლაა ჩემპიონთა ლიგაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings