in

კვარა დღესაც არ იქნება: სპალეტის უხარია პსჟ რომ აცდა

„ნაპოლის“ ჩემპიონატის მორიგი მატჩი დღეს უწევს. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საღამოს (21:30 სთ) შინ მიიღებს „ემპოლის“, ოღონდ როგორც ირკვევა, ამას ქართველი გარემარბის გარეშე გააკეთებს. ამაზე calciomercato წერს.

„ზურგის ძლიერი ტკივილის გამო, ხვიჩა კვარაცხელიამ „ატალანტას“ წინააღმდეგ მატჩი გამოტოვა. ამჟამად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. ბოლო დღეებში ხვიჩას არ უვარჯიშია. ამიტომ სპალეტის არ სურს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენოს“ – უწერია გამოცემას.

კვარაცხელიას შესახებ ინფორმაცია Sky Sports-მაც გაავრცელა:
„ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მან ისევ გამოტოვა ვარჯიში. კვარაცხელია „ემპოლისთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვინ დაიკავებს ქართველის ადგილს, ელმასი თუ რასპადორი, ჯერჯერობით უცნობია. ჩრდილოეთ მაკედონელმა „ატალანტასთან“ გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად, შესაძლოა, უფრო მეტი შანსი რასპადორის ჰქონდეს“.

ამასობაში ოფიციალურად გაირკვა ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ მატჩების თარიღები.
1/8 ფინალში „ნაპოლი“ 21 თებერვალს „აინტრახტს“ ფრანკფურტში ესტუმრება, 15 მარტს კი ნეაპოლში უმასპინძლებს ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს.

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ წილისყრაზე ისაუბრა.
“ამ ეტაპზე უკვე ყველა მატჩი ძალიან რთულია. პსჟ-ის აცილების გამო შეგვიძლია გავიხაროთ. “აინტრახტი” ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, რომელიც აღმავლობის გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ადვილი თამაში არ გველის. მათ ევროპის რანგით მეორე ტურნირი მოიგეს”, – ამბობს სპალეტი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: დაგვიანებული საქართველო – ჩვენები ისლანდიაში ნაწილ-ნაწილ ჩადიან

ვიდეო: გახდი ენერგიის ეკონომიის ფანიც – უეფა ხალხს ენერგოეკონომიისკენ კლიპით მოუწოდებს