in

კვარა დღესაც არ იქნება

დღეს „ნაპოლი“ მსოფლიო ჩემპიონატის პაუზის წინ სერია ა-ში ბოლო მატჩს გამართავს. ხვიჩას დაუმარცხებელი გუნდი მე-15 ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, კვარაცხელია ამ შეხვედრასაც გამოტოვებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ბოლომდე დამაკმაყოფილებელ იარ არის. ამის შესახებ იტალიური გამოცემებიც წერენ და პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმაც აღნიშნა.

„კვარაცხელია „უდინეზესთან“ არ იქნება. ის ჯერჯერობით, თავს კარგად მაინც ვერ გრძნობს, დატვირთვებისას ზურგის ტკივილი აწუხებს. რა თქმა უნდა, ამის გამო ვწუხვართ, მაგრამ ბოლო თამაშებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვართ გუნდი და არა ინდივიდუალისტების კრებული. გვინდა, რომ კვარა მალე დაბრუნდეს, მაგრამ ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშეს შესანიშნავი თვისებები აქვს. ისინი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა „ნაპოლის“ მწვრთნელმა.

პრესა კი იმაზე წერს, თუ ვინ შეცვლის კვარას. „არეანაპოლიში“ ვკითხულობთ:
„კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ზედიზედ მესამე მატჩს გამოტოვებს, ქართველი „დიეგო არმანდო მარადონას“ სტადიონზე უდინეზესთან დღევანდელ მატჩში არ იქნება. მძიმე არყოფნა გუნდისთვის, რომელსაც კიდევ ერთხელ მოუწევს წარმოუდგენელი ნიჭის გარეშე თამაში. თუმცა, ლუჩიანო სპალეტს შეუძლია ხარისხიანი გუნდის იმედი ჰქონდეს. ნეაპოლელ მწვრთნელს უკვე აქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ ვინ უნდა ათამაშოს დღევანდელ შეხვედრაში :უდინეზესთან“ – წერია გამოცემაში და ვარაუდობენ, რომ უფრო ჩრდილო მაკედონიელი ელმასი იქნება, ვიდრე რასპადორი, როგორც ეს მოხდა წინა შეხვედრაში „ატალანთასთან“.

უდინელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს და ლიდერებს შორისაც მოექცვნენ, მაგრამ ბოლო დროს საგრძნობლად მოუკლეს, 5 თამაშია არ მოუგიათ, ბოლო 3 კი ფრედ ითამაშეს, თანაც ცხრილის ქვედა გუნდებთან.

„ნაპოლი“-„უდინეზეს“ მატჩი დღეს 18:00 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ქართველ სტუდენტებს შეხვდა

არგენტინა მსოფლიოსთვის გაემზადა: შემადგენლობა ცნობილია