in

კვარა და ოსიმენი: ნაპოლის გმირები ნაპოლის მთავარი საფრთხეა

“ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგება იტალიურმა მედიამ ფართოდ გააშუქა და ტრიუმფის მთავარ გმირებად ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასახელა.

Calciomercato: “ნაპოლის” ოცნება შეუჩერებელმა “კვარამ” და ოსიმენმა აუხდინეს და სატრანსფერო ბაზარი გაგიჟდება

“ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ “ნაპოლის” სკუდეტოს მოპოვების მთავარი შემოქმედები არიან. მათი გოლები და მოედანზე ურთიერთმოქმედება არნახული იყო და ამას ქალაქი ძალიან დიდხანს ვერ დაივიწყებს. როგორც იქნა, გამარჯვების დღე დადგა და გულშემატკივრების მილოცვებს იღებენ. გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ოსიმენი, რომელმაც გასული ორი წლის ტრავმები უკან მოიტოვა და საკუთარი ფასეულობა დაამტკიცა. სიურპრიზი კვარაცხელია – მან კაპიტანი შეცვალა, რაც ადვილი ნამდვილად არ გახლდათ და მთელი სეზონის განმავლობაში დამაჯერებელი იყო.

ციფრები მრავლისმეტყველია: ოსიმენის 21 გოლი და 4 საგოლე გადაცემა და კვარაცხელიას 12 გოლი და 10 საგოლე პასი. ქართველი კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ წარმატებული ტრანსფერის შედეგად გადმოიბირა. მათი დიდებული თამაში, რა თქმა უნდა, ყურადღებას იპყრობს და ტოპ-კლუბები ნიადაგის მოსინჯვას იწყებენ. პირველ რიგში, ეს ოსიმენს ეხება. ის დღეს არანაკლებ 120-150 მილიონი ევრო ღირს და კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სათანადო შეთავაზების შემთხვევაში, შეიძლება თავის ბომბარდირს შეელიოს კიდეც. ვიქტორს მსურველები არ აკლია, მათ შორის, “ბაიერნი”, პსჟ და “მანჩესტერი” დიდი ყურადღებით აკვირდებიან. ნიგერიელს კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და აქედან გამომდინარე, თუ თანამშრომლობა არ გააგრძელა, დე ლაურენტისს ტრანსფერის სარეკორდო თანხად განხორციელების ბოლო შანსი დარჩება.

სრულიად სხვაგვარია ქართველის სიტუაცია: ის სულ რაღაც 10 მილიონად შეიძინეს, მისმა ფასმა ფანტასტიკურად მოიმატა და “ნაპოლისთან” ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებითაა დაკავშირებული.

ახლა ნეაპოლელები მოგებული სკუდეტოთი ხარობენ და ჩინებული დუეტი სეზონის ბოლომდე ქომაგებს კიდევ მიანიჭებს სიამოვნებას”.

“ტუტოსპორტი”: “ნაპოლის” მთავარი საფრთხე “კვარას” და ოსიმენის შესაძლო წასვლაა

“ასეთი სეზონის შემდეგ კვარაცხელიასა და ოსიმენის მიმართ დაინტერესება ბუნებრივია. სატრანსფერო ფანჯრისას “ნაპოლის” თავზე უზარმაზარი შავი ღრუბელი ჩამოწვა – სახელად პრემიერლიგა. ეს ჯერ მხოლოდ ქარია და არა ქარიშხალი. ტანდემზე, რომელმაც ნეაპოლელებს საოცნებო ჩემპიონის ტიტული მოუპოვა, მრავალი ჭორ-მართალი ვრცელდება. ისინი “აძურის” ტრიუმფის აბსოლუტური გმირები არიან”.

ilmattino აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთიდან მოსული “კვარა” ის ადამიანია, რომელმაც ამ სეზონში “ნაპოლის” გაჩემპიონებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. “გაძეტა დელო სპორტი” ოსიმენსა და კვარაცხელიას სუპერგმირებად მიიჩნევს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ხვიჩამ ცრემლები ვერ შეიკავა – ქართველმა ჩემპიონობის შემდეგ გასახდელში იტირა

ნახეთ ნეაპოლის ცრემლები! ჩემპიონები სტუმრად გახდნენ, საშინაო სტადიონი კი გადავსებულია – ფოტო