ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” შემადგენლობაში თურქულ შეკრებაზე ემზადება, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და Football Italia და partenopei La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ტრავმის მორჩენის შემდეგ უმალ მოახდინა შთაბეჭდილება.
“გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ბევრი გაღიმებული სახე – ტრენაჟორებზე დაიტვირთენ, მეკარეები მოედანზე, ქართველმა, რომელმაც ტრავმის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სამი მატჩი გამოტოვა, ვარჯიშებზე შოუ მოაწყო, მუშაობისას სიამოვნებას იღებს და ისეთ ტრიუკებს აკეთებს, რომ თვით თანაგუნდელები გაოგნებული არიან.
ეს ნეაპოლელთათვის საუკეთესო სიახლეა, რამეთუ უკვე კარგ ფორმაშია, ხალისობს, ხოლო მისმა ყვითელფორმიანმა გუნდმა თურქეთში შუადღისას მშვენიერ ამინდში ორმხრივი თამაში მოიგო.
ცხადია, ისევე როგორც სეზონის პირველ ნახევარში, “კვარა” ლუჩანო სპალეტისთვის კვლავ მთავარი იარაღი იქნება და საქმეს ხელახლა 4 იანვარს “ინტერთან” მატჩით დაიწყებს”.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings