in

კვარა, აღარ გინდა? კარგად იყავი…

“კალიარისა” და “ნაპოლის” ფრედ დასრულებული მატჩი (1:1) Areanapoli-მ გაანალიზა. გამოცემა მიიჩნევს, რომ ნეაპოლური გუნდის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ცუდად ითამაშა და საკუთარ პოზიციას გულშემატკივართა პოსტებით ახმოვანებს – უნდა წავიდეს:

კვარა ისევ შეცვალეს, არ მოეწონა, მაგრამ ვეღარ გააპროტესტა: ნაპოლიმ მოგება ხელიდან გაუშვა

“გამარჯვება ბოლო წუთებში მხოლოდ აბსურდული შეცდომის გამო კი არა, არამედ პოლიტანოსა და სიმეონეს განიავებული შანსების შედეგად გაგვისხლტა ხელიდან. ვინც კიდევ ერთხელ თავის შესაძლებლობებზე დაბალ დონეზე იასპარეზა, კვარაცხელია იყო, რომელიც “ბარსელონასთან” შეცვლისას უკმაყოფილობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. ის ისევ ძალიან ცუდად გაისარჯა.

ეს ამ სეზონში პირველად არ დაემართა. ბევრისათვის მასთან კონტრაქტის განახლების გარდა,
განშორებაა ცხადი. დე ლაურენტისმა განმარტა, რატომ არ გაუხანგრძლივა ხელშეკრულება – აგეტმა საკითხის განხილვა სეზონის ბოლოსთვის გადადო. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თუ შესაბამისი შეთავაზება იქნება, “ნაპოლი” შეაფასებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

სოციალურ ქსელში ქომაგები ამასთან დაკავშირებით წერენ: “რასაც ოსიმენზე ვამბობთ, “კვარასაც” ეხება: თუ არ უნდა თავდაუზოგავად დაიცვას ჩვენი გუნდის ღირსება, კარი ღიაა. იქნება ღირებული შეთავაზება – მშვიდობით”.

“სკუდეტოს მოპოვებისას ჩატარებული შესანიშნავი სეზონისათვის მუდამ მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ახლა სათანადოდ ვეღარ თამაშობს. ასევე დამნაშავეა დე ლაურენტისი, რომელმაც კონტრაქტი მაშინვე არ განუახლა, რამეთუ ფეხბურთში პროფესიონალთა მოტივაცია აუცილებელია. თუმცა, მოდით, ამ წამებას ბოლო მოვუღოთ, რასაც არ ვიმსახურებთ”.

ნამატჩევს კალცონამ კომენტარი DAZN-თან გააკეთა: “პრობლემა ფსიქოლოგიურია, რადგან ფეხბურთელები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუსაყვედურო ისაა, რომ ბურთით სწრაფად ვერ მოძრაობენ. ძნელი შეხვედრა გამოვიდა, ქარი ქროდა, ბალახი მაღალი იყო. ამ
დღეებში ბიჭებთან საუბრები მქონდა. დროა საჭირო, პრობლემებს ერთ საათში ვერ გადაჭრი. ძნელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვეცდებით. მოთამაშეების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ. მაქსიმუმს უნდა ვეცადოთ.

“კვარა”? ბოლო ორ შეხვედრაში ყველაფერი გააკეთა, რაც ვთხოვე. ხანდახან იმდენად მონდომებულია, რომ თავის ხარისხს კარგავს. შესანიშნავი ბიჭია, თუმცა ცოტა საკუთარ თავში ჩაკეტილია. მგონია, მალე ჩვეულად დაგვეხმარება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ცხადაძე აზერბაიჯანში დაბრუნდა და გაბალა ჩაიბარა: ამოცანა ცხადია

მესი 20 წელია გოლს იტანს