სულ რაღაც ოთხ დღეში დიდი საფეხბურთო დღესასწაული იწყება. ცოტა უჩვეულო დროს, მაგრამ მუნდიალი ყოველთვის მუნდიალია და რა თქმა უნდა, გულშემატკივრები მას დიდი იმედებით ელიან.
Gazzeta იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მომავალ მუნდიალზე არ იქნებიან, სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.
ხვიჩასთან ერთად სიმბოლურშია ნორვეგიელი ვუნდერკინდი ერლინგ ჰოლანდი, მოჰამედ სალაჰი, მარკო ვერატი, დევიდ ალაბა და ჯანლუიჯი დონარუმა.
GIPHY App Key not set. Please check settings