დაასახელეს ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების 10 ფეხბურთელი, რომელთა ფასი კარიერის პიკზე ყველაზე მაღალი იყო.
რეიტინგი Transfermarkt-მა შეადგინა და საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია პირველ ადგილზე აღმოჩნდა. 2023 წელს ის 85 მლნ ევროდ შეაფასეს.
ათეულში ასევე მოხვდა გიორგი მამარდაშვილი, უმეტესობა კი უკრაინელი ფეხბურთელები არიან.
- ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო) – 85 მლნ ევრო 2023 წელს, „ნაპოლი“
- მიხაილ მუდრიკი (უკრაინა) – 60 მლნ 2023 წელს, „ჩელსი“
- ანდრეი შევჩენკო (უკრაინა) – 51 მლნ 2006 წელს, „მილანი“
- ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა) – 42 მლნ 2023 წელს, „არსენალი“
- ჰენრიხმხითარიანი (სომხეთი) – 37 მლნ 2016 წელს, „ბორუსია“ დორტმუნდი (ამჟამად „ინტერი“)
- ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი) – 30 მლნ 2018 წელს, „მონაკო
- მარიო ფერნანდესი (ბრაზილია, რუსეთი) – 30 მლნ 2019 წელს, ცსკა (ამჟამად „ზენიტი“)
- რუსლან მალინოვსკი (უკრაინა, „ატალანტა“) – 30 მლნ 2021 წელს (ამჟამად „ჯენოა“)
- გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, „ვალენსია“) – 30 მლნ 2023 წელს
- არტიომ დოვბიკი (უკრაინა) – 28 მლნ 2023 წელს, „ჟირონა“
GIPHY App Key not set. Please check settings