პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა, „ასტონ ვილას“ ორბურთიანი სხვაობით მოუგო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი დამსახურებაა. ჩვენიანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, გადამწყვეტი გოლი სოლო შედევრით გაიტანა და ქება მთავარი მწვრთნელისგანაც დაიმსახურა.
ლუის ენრიკე:
„როგორც ველოდი ისეთი თამაში გამოვიდა. მეტოქე დაცვაში ჩადგა და კონტრშეტევებს დაელოდა. ჩვენი მიზანი თამაშის კონტროლი იყო და ეს მოვახერხეთ. შედეგი ლოგიკურია. გოლის გაშვების შემდეგ თამაშის შემოტრიალება ყოველთვის რთულია. ბირმინგემშიც მოსაგებად წავალთ.
კვარაცხელია უნივერსალურია. მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, როდესაც 2023 წელს აქ მოვედი. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტში ჩადებულია: ახალგაზრდობა, ბურთით და უბურთოდ თამაშის ხარისხი, დაცვაში თამაში და უმაღლესი ფიზიკური მომზადება. ბევრი ინდივიდუალური უნარი აქვს და უკვე გამოცდილებაც. დღეს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, თუმცა შეიძლებოდა ეს ჯილდო „ლივერპულთან“ შეხვედრაშიც მიეღო“.
GIPHY App Key not set. Please check settings