ხვიჩა კვარაცხელია თავისი ახალი კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი გამოტენილია ვარსკვლავებით.
Transfermarkt-მა საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა. კვარას ღირებულება 5 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა 80 მილიონია, მაგრამ მაინც დარჩა ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად.
რეიტინგში მეორე ადგილზე ხვიჩას თანაგუნდელი უსმან დემბელეა (75 მლნ), მესამეზე ასევე პსჟ-ელი ბრედლი ბარკოლა (70 მლნ).
გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის ფასი 2 მილიონით გაიზარდა. „ლიონელი“ ქართველი 20 მილიონი გახდა, ხოლო „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი 10 მილიონი.
GIPHY App Key not set. Please check settings