როგორც ამბობენ, კრისტიან ძაკარდო დუბაიდან საგანგებოდ დაბრუნდა იტალიაში, სადაც მამუკა ჯუღელთან ერთად, “ნაპოლის” ხელმძღვანელობას უნდა შეხვდეს და ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის საკითხი განიხილოს, – ამ ინფორმაციამ წალეკა დილიდან იტალიური მედია.
ექსკლუზივი Il Roma-ს ეკუთვნის. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენი” მზად არის, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” შემტევი უკვე იანვარში წაიყვანოს და ამ საქმეში 80-90 მილიონი ევრო გადაიხადოს, ხოლო ხელფასი 8 მილიონ ევრო დაუნიშნოს.
ფრანგული გრანდი დიდი ხანია, დაინტერესებულია ხვიჩასთან თანამშრომლობით, თუმცა საქმეს აფერხებდა ფეხბურთელის მხარესა და “ნაპოლის” შორის დაწყებული მოლაპარაკებები კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებები, არაადეკვატური გამოსასყიდი თანხა და ასე შემდეგ.
ახლა კი, როგორც ჩანს, “ნაპოლიც” არ არის წინააღმდეგი, 2023 წლის “სკუდეტოს” ერთ-ერთ მთავარ შემომქმედს შეელიოს – ფეხბურთელს, რომელსაც დღემდე არაადეკვატურ ხელფასს უხდის.
მოკლედ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას… ვფიქრობთ, საინტერესო ამბები გველოდება…
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings