იტალიურმა “ნაპოლიმ” შემდეგი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა და მომდევნო სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებს. ნეაპოლელებმა შემდეგი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყეს და პირველი ტრანსფერიც განახორციელეს. ეს 21 წლის ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც “ნაპოლის” ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. კვარაცხელიას გარდა, “ნაპოლი” დაცვის გაძლიერებაზეც მუშაობს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
როგორც იტალიური მედია წერს, ჯუნტოლი (ნაპოლის სპორტული დირექტორი) კლუბის პრეზიდენტ აურელიო დი ლაურენტისთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ კლუბმა მინიმუმ ეს თამასა შეინარჩუნოს, რაც წლევანდელ სეზონში აჩვენა და მომავალ სეზონში იქნებ საჩემპიონო ამბიციაც ჰქონდეს. ამისათვის კი, პირველ რიგში დაცვის გაძლიერება სჭირდება.
ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად ბათუმის “დინამოს” შემადგენლობაში ირჯება და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე პასია.
GIPHY App Key not set. Please check settings