in

კვარაცხელია მოლოდინს ვერ ამართლებს… რას წერენ ხვიჩაზე

ლიგა 1-ის მეთოთხმეტე ტურში პსჟ გასვლაზე “მონაკოსთან” 0:1 დამარცხდა. Tribuna.com-მა ამ მატჩის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც სოციალურ ქსელ X-დან პარიზელთა ფანების კომენტარები ამოკრიფა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გულშემატკივრები განსაკუთრებულად ხვიჩა კვარაცხელიას სუსტ თამაშს აკრიტიკებენ. Tribuna-ს მიხედვით, ფანები ქართველის შესახებ წერენ:

“რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მაგალითად, “პარკ დე ფრანსზე” “ატალანტას” წინააღმდეგ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, სეზონი მოლოდინებზე გაცილებით დაბალ დონეზე დაიწყო”.

“კლუბის ძალიან მოკლე ზაფხულის მზადება ამას შეიძლება ნაწილობრივ ხსნიდეს, რამაც აშკარა კვალი დატოვა, მაგრამ ეს ყველაფერს არ ამართლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დონის სხვაობაზე, რომელსაც ქართველი კვლავ ავლენს ლიგა 1-სა და ჩემპიონთა ლიგაზე”.

“მასზეა ბევრი რამ დამოკიდებული, თუ როგორ შეცვალოს სიტუაცია თანმიმდევრულობისა და მაღალი დონის პოვნით, რაც მას შეუძლია, რადგან ახლა ის თავის მოლოდინებზე გაცილებით დაბლაა”.

ინფორმაციისთვის, კვარაცხელიამ მოედანზე 76 წუთი გაატარა და ის შემდეგ მბაიემ შეცვალა. პსჟ ამ მომენტისთვის 30 ქულით ლიდერია და 7 დეკემბერს “რენს” უმასპინძლებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კაშიამ ისევ გაიტანა, გოჩოლეიშვილი, ქოჩორაშვილი, ტაბატაძე შეცვლაზე შევიდნენ – ლეგიონერები