in

კვარაცხელია მეორე ტაიმში შევიდა და პასები დაარიგა: ნაპოლიმ ვერ მოიგო

შეკრებაზე მყოფმა ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ჯერ სამოყვარულო „ანაუნ ვალდინონეს“ მარტივად აჯობა (6:1), ახლა კი სერია C-ს წარმომადგენელ სპალ-ს გაეჯიბრა და ვერ მოუგო – 1:1.

წინა მატჩისგან განსხვავებით ხვიჩა კვარაცხელიამ ამჯერად ითამაშა. ის თავიდან თადარიგში დარჩა და მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

ხვიჩა ტრადიციულად მარცხენა ფლანგზე დადგა, თუმცა ერთი-ორჯერ მეორე მხარესაც გადავიდა, დრიბლინგს ნაკლებად ცდილობდა, უფრო პასებზე თამაშობდა.
ერთ მომენტში შანსიც მიეცა, მაგრამ ბურთს კარში მდგომი მცველი გადაეღობა, მერე შორი მანძილიდან ააცილა.

„ნაპილიმ“ გოლი 63-ე წუთზე გაუშვა (მეტოქემ ცენტრიდან გაუტანა) და მერე გასათანაბრებლად დიდი ძალებით შეუტია.
74-ე წუთზე ზიელინსკის ფლანგური გადაცემა ზამბო ანგისამ კარში გაგზავნა. საგოლე შეტევა კვარაცხელიამ წამოიწყო.

81-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში მარტო დარჩენილ ოლივერას კარგი პასი მიაწოდა, 85-ე წუთზე კი ეფექტიანი პასით ოსიმენი დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ვერც ნიგერიელმა იყოჩაღა.

„ნაპოლის“ სასტარტო შემადგენლობა უფრო ექსპერიმენტული იყო: გოლინი, ძანოლი, ოსტიგორი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი, ფოლორუნშო, ელმასი, დემე, პოლიტანო, სიმეონე, ზედადკა.

მეორე ტაიმი: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ობარეტინი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა (კოლი საკო, 89), ზიელინსკი, რასპადორი, კვარაცხელია, ოსიმენი.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 29 ივლისს თურქულ „ჰათაისფორთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლუკა ლოჩოშვილი ესპანეთში გადადის

ვის შევხვდებით მესამე ეტაპზე: ოღონდ ჯერ მეორე გავიაროთ