in

კვარაცხელია იტალიაში დებიუტანტებს შორის მესამეა: ხვიჩა კრიშტიანოს ოდნავ ჩამორჩა

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში დიდებული თამაში გრძელდება. ახალგაზრდა ქართველმა მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და „სასუოლოსთან“ გოლიც გაიტანა და 2 საგოლე პასიც გააკეთა.

ცნობილმა ანალიტიკურმა კომპანია „ოპტამ“ სტატისტიკური მონაცემები გადათვალა და აღმოჩნდა, რომ 2005 წლის შემდეგ კვარაცხელია შედეგიანობით სერია ა-ს საუკეთესო დებიუტანტთა შორის მესამეა: ჩვენიანი მხოლოდ არგენტინელ დიეგო მილიტოსა და… თვით კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება.

„სასულოსთან“ მატჩის შემდეგ გამოვიდა, რომ ჩემპიონატის პირველ 12 მატჩში კვარაცხელიამ 11 გოლში მიიღო მონაწილეობა – 6 თავად გაიტანა და 5 საგოლე პასი მისცა.

საწყის 12 მატჩში „ჯენოას“ მაისურით დიეგო მილიტომ 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, „იუვენტუსში“ კრიშტიანო რონალდოს კი 13 ქულა ჰქონდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ის იდეალურია, მან გუნდზე ითამაშა: სპალეტიმ ხვიჩა შეაქო

კიტემ შტურმს ისევ მოაგებინა, ლოჩოშვილი უშეცდომო იყო – ლეგიონერები