ივნისში ხვიჩა კვარაცხელია იტალიური “ნაპოლის” ფეხბურთელი გახდება. ინფორმაციას “ნაპოლის” საფეხბურთო კლუბის ოფიციალური რადიოს ვებგვერდი ავრცელებს.
როგორც წყარო წერს, 2001 წელს დაბადებული ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ყაზანის “რუბინი” დატოვა და ბათუმის “დინამოშია”, ივნისში უკვე ნეაპოლში ითამაშებს. წყარო, რომელიც კლუბის ოფიციალური რადიოაა და დიდი სანდოობითაც გამოირჩევა წერს, რომ “ნაპოლსა” და ფეხბურთელის გარემოცვას შორის შეთანხმება მიღწეულია და ნეაპოლური გრანდი ხვიჩას ტრანსფერს ივნისში დახურავს.
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და ამჯერად ბათუმის “დინამოში” ვარჯიშობს და გულშემატკივრები ხვალ “თელავთან” აჭარულ კლუბში მის დებიუტს ელიან.
GIPHY App Key not set. Please check settings