ხვიჩა კვარაცხელია გერმანული მედიისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა. ქართული ფეხბურთის 20 წლის ტალანტის შესახებ გერმანელ ქომაგთა ვებგვერდი წერს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას დარი ფეხბურთელი ნებისმიერ ბუნდესლიგის გუნდს გამოადგებოდა.
გავრცელებული ხმების მიხედვით, მიონხენგლადბახის „ბორუსია“ უფრო ახლოს გაეცნო ხვიჩა კვარაცხელიას და ჩაერთო სატრანსფერო ბრძოლაში, რომელშიც ქართველი შემტევი მიუნხენის „ბაიერნის“ სამიზნეა. ალბათ, 20 წლის ქართველი გარემარბი ყაზანის „რუბინს“ დაახლოებით 15 მილიონი ევროს საფასურად წელს დატოვებს. უახლესი ცნობების თანახმად, კვარაცხელია მიონხენგლადაბახის „ბორუსიას“ მთავარი სამიზნე ხდება“, – წერია bavarianfootballworks-ზე.
“ბორუსიის” გარდა, ხვიჩას ტრანსფერით “ლიდსი”, “იუვენტუსი”, “მილანი” არიან დაინტერესებული.
GIPHY App Key not set. Please check settings