ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში თავისი პირველი გოლი გაიტანა. „მონაკოს“ ლამაზად და მოხდენილად გაუტანა. ჩვენიანი რამდენიმე პოზიციაზე ათამაშეს, მეორე ტაიმში კი შეცვალეს.
ხვიჩამ პარიზული ანგარიში გახსნა: კვარას დიდებული გოლი მონაკოსთან
თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ქართველ შემტევზეც ილაპარაკა:
„რატომ ვათამაშე ის სხვადასხვა პოზიციაზე? ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით, თუ რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია უკეთესი. ამიტომ მოედანზე მოქმედების თავისუფლებას ვანიჭებთ. ითამაშა მარცხნივ, მარჯვნივ და ყველამ ვნახეთ, რომ გოლი ცხრიანის პოზიციიდან გაიტანა, თან მარცხენა ფეხით და, პლუს ამას, მოედნის მოკლე მონაკვეთზე. მომავალში ძალიან დაგვეხმარება.
ეს ჩვენთან ხვიჩას პირველი გოლია და იმედი გვაქვს, კიდევ ბევრს გაიტანს“.
GIPHY App Key not set. Please check settings