ეროვნულ ლიგაში მე-8 ტურის მატჩები გაიმართა და საკმაოდ უხვგოლიანი და დაძაბული მატჩები გამოვიდა.
ყველაზე სანახაობრივი მატჩი ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” ვიხილეთ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შოუ შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი+საგოლე პასი მიითვალა და ბათუმელთა რიგებშიც გახსნა თავისი გოლების სერია.
ანგარიში მე-4 წუთზე გაიხსნა. კვარაცხელიას პასით ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა. მე-7 წუთზე ხვიჩამ გაიტანა. 26-ე წუთზე კი, ისევ ხვიჩამ შესანიშნავი დარტყმით ცხრიანში ჩაუსვა ბექა ქურდაძეს.
მე-10 წუთზე ერთი ბურთი თეიმურაზ შონიამ გაქვითა.
მეორე ნახევარიც ბათუმელთა უპირატესობით წარიმართა. 62-ე წუთზე ჯერ ჯოვინომ შეძლო დუბლის შესრულება. 86-ე წუთზე კი, მილან რადინმა ბრწყინვალე გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ფენომენარული გოლი, მოკითხვა მოდრიჩს ბათუმიდან” – ასე შეაფასა რადინის გოლი მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ. რადინის გოლამდე მე-80 წუთზე “გაგრას” მხრიდან ერთი გოლი გიორგი ბუხაიძემ გაიტანა.
ბათუმელთა შემადგენლობაში შედგა ზურიკო დავითაშვილის დებიუტიც. იგი მოედანზე 64-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილის ნაცვლად შევიდა.
საბოლოოდ 5:2 და ბათუმის “დინამო” ეროვნულ ლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.
ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩი შედგა გორშიც. “დილამ” “თელავი” 2:1 დაამარცხა. გორელები უპირატესობას ფლობდნენ. პირველ მატჩში ორჯერ საკუთარი კარი გოლისგან ლუკა სანიკიძემ იხსნა.
პირველ ტაიმში ერთი არასასიამოვნო ფაქტიც მოხდა. ცოტნე კაპანაძემ შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო და იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მეორე ნახევარი გაცილებით საინტერესო გამოდგა. ანგარიში კახელებმა გახსნეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთის შემდეგ ზუსტი თავური დარტყმით “დილას” კარი ზურაბ თევზაძემ აიღო.
გორელებმა ანგარიშის გათანაბრება 64-ე წუთზე გაათანაბრეს. ჰაჯი დრამეს პასით ვაგნერ გონსალვეშმა ისარგებლა. გამარჯვების გოლი კი, 85-ე წუთზე ფრანცისკო მადინგამ გაიტანა.
მორიგი ფრე ითამაშა და მორიგი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა თბილისის “დინამომ”, რომელმაც “დინამო არენაზე” უგოლო ფრე 0:0 ითამაშა.
ტურის მეოთხე შეხვედრა “მიხეილ მესხზე” გაიმართა. თბილისურ დერბიში “საბურთალომ” “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა. “რკინიგზელებმა” 8-დან 8 მატჩი წააგეს. გუნდში ძალიან რთულ მდგომარეობაშია. “საბურთალოსგან” ორი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რატი ანდრონიკაშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. “ლოკომოტივისგან” ერთი გოლი ბექა დარცმელიას ანგარიშზეა.
მატჩი გაიმართა ბოლნისშიც. ადგილობრივმა “სიონმა” ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 1:1 ეთამაშა.
ბოლნისელები მე-8 წუთზე ნიკა ხორხელის გოლით დაწინაურდნენ. 43-ე წუთზე კი ვარლამ კილასონიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
8 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობაა.
GIPHY App Key not set. Please check settings