„პარიზიენის“ მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა პსჟ-ს გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. სხვათა შორის, ის გასული წლის იანვარში კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლას უჭერდა მხარს.
არ მესმის კლუბის ხელმძღვანელობის სიჯიუტე. სუსტი სათადარიგოები გვყავს, როდესაც ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე ტრავმას მიიღებს, პრობლემები იქმნება. რატომ არ უნდათ მოთამაშეების დამატება?
მოუთმენლად ველი თქვენს მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს, მაგრამ ცდებით, თუ თვლით, რომ ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომია „კვარას“ დონის ფეხბრთელი.
დუეს და დემბელეს მწყობრში ჩადგომის შემდეგ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი „კვარასთან“ ერთად ისევ მნიშვნელოვან შეტევით ტრიოს შექმნიან?
შემადგენლობა უფრო დიდი გახდა და მიმაჩნია, რომ გუნდი მთლიანობაში ამ სეზონში უფრო ძლიერია.
ცოტა ხნის წინ სევერაკმა ხვიჩაზე „ტრიბუნასთან“ გააკეთ კომენტარი: „ასე ვიტყოდი, მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას, ძიებაშია. მას კუნთი ჰქონდა დაჭიმული და რამდენიმეჯერ დაშავდა. გასული სეზონის მსგავსი შედეგიანობა არ აქვს, მაგრამ ამას გადაღლილობით ავხსნი. შეუძლია თამაში იმის ხარჯზე გააუმჯობესოს, რომ ნაკლებად წავიდეს დრიბლინგზე და უფრო მეტი გადაცემები გააკეთოს, რამეთუ მოედნის შესანიშნავი ხედვა გააჩნია, რასაც საკმარისად არ იყენებს“.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings