ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა Championat.com-თან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს იტალიაში თამაში ძალიან გაუჭირდება.
“ხვიჩას იტალიაში ძალიან გაუჭირდება. იტალიაში ბევრი ხისტი ფეხბურთელია და მათ წინააღმდეგ გამკლავება ურთულესი იქნება. ქართველ ფეხბურთელს სერია ა-ში თამაშის მაღალი შანსი არ აქვს”, – თქვა ბიშოვეცმა, რომელიც შეგახსენებთ 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონის სსრკ-ს ნაკრების მწვრთნელი იყო, რომელშიც ჩვენი გელა კეტაშვილიც თამაშობდა.
შეგახსენებთ, გუშინ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობა “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმაც დაადასტურა.
GIPHY App Key not set. Please check settings