აიაქსის განადგურების შემდეგ (6:1), ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა
“ოცნება ამიხდა – ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშე და გავიტანე. ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარი გუნდის წარმატებაა.
აიაქსი კარგი გუნდია, რომელმაც დღეს ცუდად ითამაშა. იქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ბრძოლა უნდა გააგრძელონ, რაშიც წარმატებას ვუსურვებ.
დი ლორენცო [მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი] დიდებული ადამიანი, კაპიტანი და ფეხბურთელია. მან ეს ჯილდო დაიმსახურა, რადგან ნაპოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა”,” – თქვა კვარამ.
ქართველმა, აიაქსთან შეხვედრაში, თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.
GIPHY App Key not set. Please check settings