in

კვარაცხელიას ოსიმენზე ათჯერ ნაკლები ხელფასი აქვს: ამას შეიძლება რეაქცია მოჰყვეს

“ნაპოლიმ” ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გაუგრძელა, ხელფასი 10 მილიონ ევრომდე მოუმატა და მისი გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი გახდა. ანუ ნებისმიერი კლუბი, რომელიც ნიგერიელს შეუთანხმდება, ამ თანხის გადახდისთანავე ტრანსფერს გაჩარხავს.

როგორც წესი, ნეაპოლური გამოცემები კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გაკრიტიკებას რატომღაც ვერ ბედავენ და უმეტეს შემთხვევაში, ამა თუ იმ ფაქტზე მინიშნებებით წერენ. ასე მაგალითად, CalcioNapoli24 აღნიშნავს, რომ ოსიმენის ხელშეკრულების განახლებას შეიძლება ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს, ვინაიდან ხვიჩა კვარაცხელიას გასამრჯელო მასთან შედარებით თითქმის ათჯერ ნაკლებია.

ხაზგასმულია, რომ ვიქტორის თანამშრომლობის მხოლოდ ერთი
წლით გახანგრძლივება კლაუსულას ფასის დაფიქსირებასთან ერთად მწარე ღიმილს იწვევს, წყალქვეშა დინებას შეიცავს, ფაქტობრივად, წასვლის წინაპირობაა და არაა გამორიცხული, “კვარას” შემთხვევაში ტალღისებური ეფექტი გამოიწვიოს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძესთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა ვიყოთ… მეცის დირექტორი

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები კომპიუტერმაც გამოთვალა: ლიდერები იგივეა, ნაპოლი საერთოდ არ არის