in

კვარაცხელიას მოთხოვნებს დათანხმდნენ და ხვიჩას ნაპოლიში ტოვებენ

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რაც ბოლო დროს ყველაზე აქტიურად დაიწერა, ეს პსჟ-ს ინტერესია. თავის მხრივ კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ პარიზულ კლუბში ბოლო დღეებს ითვლის და ქართველის ტრანსფერზე მუშაობა მართლაც რეალური ხდება.

პარალელურად, ცნობილია, რომ იტალიაში ჩავიდა ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი და „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ესაუბრა.

იტალიური პრესა წერს, რომ არც თუ დალხენილ ყოფაში მყოფი კლუბის პრეზიდენტი დათანხმდა ფეხბურთელის აგენტის მოთხოვნებს.
საუბარია ხელფასის 6 მილიონ ევრომდე გაზრდაზე, ხოლო გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაიწერება.

„ნაპოლი“ ხვიჩას წელს არ გაუშვებს: ამას წერს გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. მისი თქმით, მიუხედავდ არაერთი ინგლისური და პარიზული ინტერესისა, კვარაცხელიას ნეაპოლში დატოვებენ, რადგან ვიქტორ ოსიმენი მიდის. ქართველთან კი ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

იგივეს ადასტურებს „ნაპოლისთან“ დაკავშირებული საიტიც.

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნუთუ ეს მართლა მოხდა: რატომ საქართველო? მაშინ ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა – ვილი სანიოლის ინტერვიუ

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა და მეცმა ისევ წააგო: გადარჩენის შანსი ჯერ რჩება