ხვიჩა კვარაცხელიას უკვე 1 ივლისს “ლიდს იუნაიტედის” ბაზაზე ელოდებიან.
Leeds-live.co.uk-ის ცნობით, პრემიერლიგის კლუბი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას გეგმავს და ერთ-ერთი პირველი, ვის გადაბირებაზეც იმუშავებს, ქართველი გარემარბია. მათი ცნობით, ქართველ გარემარბთან კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია.
“თუკი ლიდს იუნაიტედის დირექტორის ვიკტორ ორტას განცხადებებით ვიხელმძღვანელებთ, გუნდში სერიოზულ სიახლეებს უნდა ველოდეთ. მისი თქმით, მარსელო ბიელსა ახალი ფეხბურთელებს უკვე 1 ივლისს ელის, რათა მათ სეზონისთვის კარგად მომზადება მოასწრონ. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის “ლიდსის” ფეხბურთელი უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. “რუბინის” ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 20 მილიონი გირვანქაა”, – წერს გამოცემა.
hitc: კვარაცხელიას ტრანსფერზე ლიდსი დაწინაურდა
კვარაცხელიას ფასი ისევ გაიზარდა: ხვიჩა 18 მილიონი ღირს
GIPHY App Key not set. Please check settings