in

კვარაცხელიამ ნაკრებშიც მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 81

„პარიზ ინფო“ გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებს, სადაც მან „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თავს ბედნიერად გრძნობს. ფრანგული გამოცემის ავტორი თვლის, რომ კვარაცხელიას შეუძლია, სეზონის განმავლობაში გუნდს დიდი სამსახური გაუწიოს.

„„პარი სენ-ჟერმენის“ 24 წლის თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თქვა, რომ გუნდში და საქართველოს ნაკრებში თავს ბედნიერად გრძნობს. ბევრს სწავლობს მწვრთნელისგან, ლუის ენრიკესგან და ბედნიერია პარიზში გადასვლით.

ეჭვი არ გვეპარება, რომ ის სრულფასოვანი მოთამაშეა. ხვიჩა დაიღალა იმ დამოკიდებულით, რასაც „ნაპოლიში“ წააწყდა და ახალ თავგადასავალს ეძებდა. როგორც ჩანს, პარიზული კლუბი სწორედ ის ადგილია, სადაც ამას მოახერხებს. „პარი სენ-ჟერმენი“ სწორედ იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ქართველ თავდამსხმელს უხდება და თავად გუნდიც კონკურენტუნარიანია.

კვარაცხელიამ ნაკრებშიც კარგი ფეხბურთი და შედეგიანი თამაში აჩვენა. ეს კარგია მისთვის და მისი კარიერისთვის. მოუთმენლად ველით, რომ მოახერხებს საბოლოოდ პარიზში ტემპის აკრეფას, რადგან გუნდს სეზონის საინტერესო დასასრული ელის“, – წერს ფრანგული გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპის ყველა დროის საუკეთესო ნაკრებები: რომელი აჯობებს

შენგელიას 15 ქულა და გამარჯვება ბერლინში