in

კვარაცხელიამ მადლობის წერილი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

“მოგესალმებით. ბედნიერი და ამაყი ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ამ აღიარებისათვის. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. ბედნიერ და გამარჯვებებით დახუნძლულ 2023 წელს გისურვებთ”.

შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლი” დღეს წლის უკანასკნელ შეხვედრას ფრანგულ “ლილთან” გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიორგი მიქაუტაძე “ჯენოაში”?

გოგას და სანდროს არ უთამაშიათ, “ბრუკლინმა” “გოლდენ სტეიტი” 30 ქულით დაამარცხა!