in

კვარაცხელიამ იტალია გადარია: ხვიჩაზე საოცრებებს წერენ – მარადონაო, უსაზღვრო ნიჭიო, იშვიათი შემოქმედიო, პოეტი, მოქანდაკე…

„ნაპოლის“ მიერ „ბოლონიას“ დამაჯერებლად დამარცხებას ფართოდ გამოეხმაურა იტალიური მედია. აღნიშნულია, რომ „კვარამ“ შოუ დადგა და გუნდის მომავალი უკვე ოპტიმიზმის საფუძველს იწვევს.

„კორიერე დელო სპორტის“ პირველ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას სურათია გამოტანილი წარწერით: „კონტეს ხელი, „ნაპოლი“ გარდაისახა, „კვარა“ გიგანტურად თამაშობს“.

Ilmattino წერს: „ჩვენ დავბრუნდით, „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ანადგურებს, გადამწყვეტი სიტყვა „კვარამ“ და დი ლორენცომ“ თქვეს“.

Il Roma-ს საფეხბურთო მიმომხილველი ჯოვანი სკოტო ქართველისა და კაპიტნის კარგ თამაშს უსვამს ხაზს: „შემთხვევითი როდია, რომ გამარჯვებაში მთავარი როლი დი ლორენცომ
და კვარაცხელიამ შეიტანეს, რომელთა გუნდში დატოვება მტანჯველი და სანერვიულო ზაფხულის შემდეგ მოხდა. გუშინ მათგან „ნაპოლის“ აღორძინების გზავნილები მოდიოდა. მეტოქის თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენეს. „ვერონასთან“ წაგება დაივიწყეს და როგორც იქნა, ნეაპოლში სეზონი მოგებით დაიწყო. ამას გარდა, სატრანსფერო ფანჯრიდან კონტესთვის შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლები მოვიდეს, რომელიც თავის ძველ შეგირდს, ლუკაკუს ელის“.

კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებული ჟურნალისტი კარლო ალვინო „ბოლონიას“ ძლევამ იმედიანად განაწყო: „ვერონასთან“ წაგებით გამოწვეული იმედგაცრუება უეცრად გაქრა, რამეთუ „დიეგო მარადონაზე“ ვიხილეთ ერთიანი და გაუტეხელი გუნდი. ვნახეთ ხვიჩას ტალანტი, ვინაც გუნდს მარადონას ნამდვილი ძალით ამოძრავებდა. ალბათ, ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რატომ ითხოვდა კონტე გამუდმებით დი ლორენცოსა და კვარაცხელიას ხელშეუხებლობას. ვისაც სხვა რამის იმედი ჰქონდა, მწარედ შეცდა!“

„ნაპოლის“ ყოფილ ნახევარმცველს, მასიმო მაუროს მიაჩნია, რომ ქართველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მსაჯებთან ხშირად არ უნდა იკამათოს: „ჩვენს თამაშს თან ახლდა წვალება და ამავდროულად ხარისხი, ეს იყო ძალიან კომპაქტური „ნაპოლი“, რომელიც „ბოლონიას“ შეტევებს უნაყოფოს ხდიდა, თავს კარგად იცავდა და იერიშებს უნარიანად წარმართავდა. ჩემი აზრი „კვარას“ პირველ გოლზე? მან პასი მიიღო, წამით შეჩერდა, წინ წაიწია და იდეალურად დაარტყა მარცხენა ფეხით. მძიმე კვირის მერე „ნაპოლი“ კონკრეტულად მოქმედებდა, რასაც ვერ ვიტყვით მოწინააღმდეგეზე.

თუ კვარაცხელია ფორმაშია, შეუძლია იქ ითამაშოს, სადაც სურს, რადგან მოედნის ხედვა აქვს. ნახეთ, როგორი გადაცემა გაუკეთა დი ლორენცოს? მას ტექნიკური ზღვარი არ გააჩნია. თავი ფიზიკურად კარგად უნდა იგრძნოს და გუნდის ლიდერი თავისი ქცევითაც გახდეს. ვთვლი, რომ მსაჯებთან ნაკლებად კამათი და მოედანზე უფრო იშვიათად წაქცევა მართებს, რათა „ნაპოლის“ შეტევათა წინამძღოლი იყოს“.

Tutto Napoli-ს ვიცე-დირექტორმა არტურო მინერვინიმ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი და მისი ნიჭის თაყვანისმცემელია, „ნაპოლის“ „ბოლონიასთან“ გამარჯვებას ლამაზი ჩანახატი მიუძღვნა და ქართველი შეაქო. გთავაზობთ ამონარიდს:

კვარაცხელია აღაფრთოვანებს, დი ლორენცო მოქმედებაშია, ეს კონტეს ნეაპოლში „მარადონაზე“ გამარჯვების პირველი ჯადოსნური ღამეა

„ეს „კვარას“ ერთ-ერთი შედეგიანი გადაცემაა, რომელსაც მატჩის მიმდინარეობასთან საერთო არაფერი არ აქვს და მისგან დამოუკიდებელ სიუჟეტს წარმოადგენს. ეს დი ლორენცოსთვის ღამით ვარსკვლავის ვარდნას ჰგავს, კაპიტნის ფეხებთან ეშვება, ვითარცა ზემოდან ღმერთების მოვლენილი საჩუქარი და სურვილის ასრულება. ეს იყო საჰაერო ბურთის დაშვება იქ, სადაც
მომენტის სტარტისას მხატვრის წინასწარი ხედვის გარდა ჯერ არაფერიც არ ჩანდა. მოქანდაკის მსგავსად, რომელიც წარმოიდგენს თავის ნამუშევრებს მარმარილოში, პოეტი, რომელიც ხედავს სუფთა ფურცელს და იქ თავის ლექსებს კითხულობს, როგორც ამზადებს კულინარი პარმეზანს. როგორც ძველი ელინები იტყოდნენ, ეს მომავალში შორსმჭვრეტელი და კეთილი მზერაა – „კვარას“ მზერა იმისა, თუ რა მოხდება. ქართველი პიესის ასეთი დასასრულის გარანტიაა, მხოლოდ ლოდინი უნდა შეგეძლოს.

ეს გახლდათ შვილისთვის მიძღვნილი საჩუქარი. დამიანეს დაბადებაზე დასასწრებად საქართველოში გაფრენიდან ნეაპოლში „ბოლონიასთან“ ტირანის როლში გამოცხადებამდე, სადაც აბსოლუტური დომინანტური თამაშით მეტოქის დაცვა წალეკა: ხარიხა, საგოლე პასი ზეციდან, რაც მისი გუნდისთვის „ვალკირიას“ ფინალურ სცენას მოგაგონებთ. როდესაც ხედავთ მას ღია ველში, როდესაც ხედავთ მას სრუტეში, როდესაც ხედავთ, როგორ ესხმის თავს მოწინააღმდეგეებს, მაშინვე ხვდებით, რომ მოვლენასთან გაქვთ საქმე, რომელიც დაცვას და გაფრთხილებას საჭიროებს, როგორც “გაქრობის” საშიშროების პირას მყოფი შემოქმედთაგანი. ასეთები არიან ფეხბურთის დიდოსტატები, ასეთია დაბადებიდან ქართველი. მილოცვა და საუკეთესო სურვილები „კვარასა“ და მის შვილს”.

sportall.ge

What do you think?

-3 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ედენ აზარი ბელგიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

ენდრიკი 21-ე საუკუნეში მადრიდელთა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირია: ვინ არის პირველზე