in

კვარაცხელიამ ინგლისში გადასვლა არ უნდა იჩქაროს

მოსკოვის „სპარტაკისა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ფიქრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ არ უნდა იჩქაროს ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლაზე. ჯანო „სპორტ ექსპრესს“ ბევრ თემაზე ესაუბრა და ერთი ნაწილი სწორედ ხვიჩას შეეხებოდა.

„ვიცი იმ ვარიანტებზე, რაც აქვს. დიახ, ეს ინგლისური კლუბებია. მაგრამ ვფიქრობ მინიმუმ ერთი წელი „ნაპოლიში“ უნდა დარჩეს: მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, ყველას დაუმტკიცოს მომდევნო სეზონში და მერე წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში“.

ანანიძის აზრით, ხვიჩას შეუძლია ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს,

„მას საამისოდ ყველაფერი აქვს. ჯერჯერობით ამ ტიტულს კახა კალაძე ფლობს. მაგრამ ხვიჩას შეუძლია ის გახდეს საუკეთესო“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იანვრის პრემიერლიგის ყველაზე ძვირი ტრანსფერები: მუდრიკი პირველი გახდა

ჭიკაძემ ჰოლოუეი გამოიწვია