in

კვარაცხელიამ თავისი იმიჯი ჯერ ვერ დაადასტურა და დრო დასჭირდება: ხვიჩას პარიზში მაისიდან უნდოდა

„პარიზიენმა“ საფრანგეთის თასზე, „ლემანთან“ სტუმრად მოგებულ 1/8-ფინალურ მატჩში (2:0), პსჟ-ის გარემარბის ხვიჩა კვარცხელიას თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ჯერ უნარები ვერ წარმოაჩინა.

ხვიჩა კვარაცხელია არ ჩქარობს თავისი ფასეულობის ჩვენებას

“ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ქართველმა თავდამსხმელმა მესამე შეხვედრა „ლე მანთან“ ჩაატარა და ისევ გაუბედავად იასპარეზა. ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე ის პარიზული გუნდის შემტევებთან იერარქიულ საფეხურზე რჩება.

ხვიჩამ ვერ გაიტანა „ლე მანთან“ „პარი სენ ჟერმენში“ თავისი პირველი გოლი და მოგვიწევს დაველოდოთ, როდის იზეიმებს ამას. 7 ნომერი დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი
იყო და მას სათანადოდ არ ეხმარებოდნენ ამორფული პარტნიორები. „კვარას“ თითქმის ერთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ „პარკ დე პრენსზე“ დებიუტი დამაიმედებელი გახლდათ. „რეიმსთან“ მატჩის დაწყებამდე პუბლიკის წინაშე წარდგენილმა 70 მილიონ ევროდ შეძენილმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა უსმან დემბელეს გადამწყვეტი პასი გაუკეთა.

„მუშაობას გავაგრძელებ, რათა საუკეთესო ფორმაში ვიყო“, – თქვა მაშინ „კვარამ“ და აღიარა, რომ ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმალურ პიკზე არ იმყოფება. „მარი მარვინგტზე“ შედარებით თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, ლუკა ერნანდესთან და სენი მეილიუსთან ერთიერთმოქმედებით მარცხენა ფლანგიდან თამაშის გამწვავების მრავალი მცდელობა ჰქონდა. ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ ლის ძლიერი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა. იქამდე მეილიუ სწრაფ გარღვევაზე გაიყვანა და პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმოში ისევ დაკარგა ბურთი.

კვარაცხელიას ასეთი მოკრძალებული მოქმედებებიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია ლუის ენრიკემ ის მოიერიშეთა შორის მოწინავეთა შორის დააყენოს, რამეთუ პარიზელთა თავდამსხმელებმა აჩვენეს, რომ უკანასკნელ ხანს შესანიშნავად ირჯებიან. ზედიზედ ორ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შემსრულებელი დემბელე შეუცვლელია.

„ძალიან არაპროგნოზირებადია, ერთი ერთზე თამაში ეხერხება და მისი შეჩერება რთულია“, – გვითხრა „კვარას“ შესახებ ოლივიე ჟირუმ. „ლე მანთან“ ხვიჩამ თავისი იმიჯი ვერ დაადასტურა, ბონუსების გარეშე 70 მილიონად შეძენილი ფასეულობის წარმოჩენას არ ჩქარობს. თუმცა, კლუბში ყველამ იცის, რომ ლუის ენრიკეს ტაქტიკურ სქემაში ადაპტაციისთვის რამდენიმე კვირა დასჭირდება“.

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

„ჩვენ მადლობლები ვართ ხვიჩას მიმართ ყველაფერ იმისათვის, რაც ამ წლების განმავლობაში გააკეთა. რთული სიტუაციის გამოსწორებას შევეცადეთ, მაგრამ იძულებული გავხდით იანვარში გაგვეყიდა. ვერ ვიტყვი, რომ დაგვაშანტჟეს, თუმცა – თითქმის. „კვარა“ „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლაზე მაისიდან მუშაობდა. მძიმე წლის შემდეგ მისი დაკარგვა არ გვინდოდა, ჩვენთვის შესაძლებელი მაქსიმალური ანაზღაურება შევთავაზეთ, რაზეც ვერ დავითანხმეთ. როდესაც ადამიანს წასვლა უნდა, გადარწმუნება რთულია. ცდა შეიძლება, მაგრამ რატომ უნდა დააკავო, როდესაც აქ ყოფნა არ უნდა? მნიშვნელოვანი მოთამაშე დავკარგეთ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გასულ წლებში უნდა გვემუშავა. ეს შედეგებისგან დაგვიცავდა. ძალით ვერავის ვერაფერს აიძულებ. ეს მომავალში გასათვალისწინებელია.

ვეცადეთ მისი შემცვლელი მოგვეძებნა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მაღალი კლასის ფეხბურთელის დამატება ძნელია, ზოგიერთი კი ჩვენს ფასეულობებს არ შეესაბამებოდა, განსაკუთრებით ხელფასის საკითხში“.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მე ვარჯიშზე ვიყავი, მეუღლეს კი თავშესაფარში უწევდა ჩასვლა… გოჩოლეიშვილი უკრაინას იხსენებს

სალაჰი ოქროს ბურთის ფავორიტად რჩება, იამალი მე-3, მბაპე მე-5, ვინ არის მე-2