in

კვარაცხელიამ გამაკვირვა: ხვიჩას არავისზე ნაკლებ ხელფასს არ მისცემენ

Sky Sport-ის ეთერში ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ ხელფასი მაქსიმალურად მოემატება.

მისი თქმით, “კვარასთან” შეთანხმება წელს კლუბისთვის ბოლო იქნება. ხვიჩას პსჟ-ისგან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელმა კონტემ კატეგორიულად მოითხოვა მისი დატოვება. ქართველი სეზონის სტარტზე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა, ახალ პროექტში იდეალურადაა ინტეგრირებული და ახლა მხარეები ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან.

უგოლინის მტკიცებით, “ნაპოლის” წინადადებით, კვარაცხელიას გასამრჯელო მნიშვნელოვნად უნდა გაეზარდოს და ბონუსებიანად იმდენივე უნდა გახდეს, რამდენსაც “ნაპოლიში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რომელუ ლუკაკუ იღებს და რაც მთავარია, ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტი იქნება შეტანილი.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლუკაკუს ხელფასი ბონუსების ჩათვლით 8 მილიონია.

წარსულში ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა და ახლა უკვე საფეხბურთო კომენტატორმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მან Sky Sport-ის ეთერში საუბრისას თქვა, რომ სერია A-ს ბოლო ტურში ქართველის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა.

“კვარაცხელიას ასე სირბილის დანახვამ გამაკვირვა! მოედანზე მის პოზიციას თავი რომ დავანებოთ, ის სულისკვეთება, რაც მან თამაშში ჩადო, ნამდვილად გასაოცარი იყო.

როდესაც ასეთი ფეხბურთელები და ლიდერები გუნდში რჩებიან, ეს ძალიან კარგია.

კვარაცხელიას სპრინტი და არა სირბილი ძალიან მნიშვნელოვანია. ის 4-ჯერ გამოეკიდა მეტოქეს, რომ ბურთი დაებრუნებინა, ეს იმის გამოხატულებაა, რომ გუნდის სამსახურში
იყო.

ეს უკვე ნიშნავს, რომ კონტემ უკვე გადასცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელებს”, – თქვა კაპელომ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნინა თიბილაშვილმა პარალიმპიადაზე მედალი აიღო: ეს ბრინჯაო ოქროს უდრის

ფულის ხარჯვაში ინგლისელებმა ყველას აჯობეს: სად არიან არაბები