ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ რთულ საგარეო გამარჯვებაში დაეხმარა. ნეაპოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ვალტერ მაძარის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ბერგამოში „ატალანტასთან“ ჩაატარეს და 2:1 მოიგეს.
მე-13 ტურის შეხვედრაში კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
43-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ჯოვანი დი ლორენცომ ჩააწოდა, ქართველი მეკარის საჯარიმოსთან კარგად გაიხსნა და ფორვარდებისთვის დამახასიათებელი ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმში „ატალანტამ“ შეუტია და 53-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
63-ე წუთზე „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი დაუბრუნდა, რომელიც ტრავმის გამო ორი თვე ვერ თამაშობდა. მასპინძელთა მეკარის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი ნიგერილემა ჩაჭრა და კარის წინ ელმასი დატოვა, რომელმაც სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
კვარაცხელიას შეფასებები საკმაოდ მაღალია: Flashscore.com – 8.1; Whoscored.com – 7.7; Sofascore.com – 7.4.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 24 ქულა დააგროვა, „მილანს“ (23) გადაასწრო და მე-3 ადგილზე დაწინაურდა.
კვარაცხელიამ ბოლო სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა, ნაკრების ჩათვლით: ორი გოლი შოტლანდიასთან და ერთიც ესპანეთთან. „ნაპოლის“ მაისურით კი მიმდინარე სეზონში 4 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ასევე 3 საგოლე პასია.
.
GIPHY App Key not set. Please check settings