in

კვარაცხელიაზე მშვიდად ვარ… რას აპირებს ნაპოლი

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე არ ნერვიულობს, რადგან ქართველს “პარტენოპეისთან” ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.

“წინადადებას ყველა ფეხბურთელის შესახებ განვიხილავთ, ხელშეუხებელი მოთამაშეები არ გვყავს, კვარაცხელია? მას კონტრაქტი 2027 თუ 2028 წელს ეწურება, ამიტომ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად ვარ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.

ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ნიკოლო სკირამ რადიო Marte-ს ეთერში “ნაპოლის” გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა:

“ნაპოლი” კვარაცხელიას დაკარგვას რისკავს? ეს რთული სიტუაციაა, ვინაიდან მასთან კონტრაქტის გაუმჯობესებული პირობებით განახლება ძალიან დააგვიანეს. ქართველი გუნდში ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადია და ბუნებრივია, უკმაყოფილოა, როდესაც ხედავს, რომ ნებისმიერი თანაგუნდელი მასზე მეტს გამოიმუშავებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სკუდეტოს არქიტექტორი გახდა.

პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის გეგმა? უნდა, კორექტირება მოახდინოს – ხელშეკრულების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება, სეზონურ გასამრჯელოდ 4 მილიონი ევრო და პლუს 1 მილიონის ოდენობის ბონუსები სხვადასხვა მიღწევაზე. კონტრაქტში აგრეთვე შეიძლება თანამშრომლობის შეწყვეტაზე პუნქტის შეტანა.

ეს ვარიანტი, შესაძლოა, მისაღებია, მაგრამ ახლა, პრინციპში, უარის თქმაც არაა გამორიცხული, რათა მიხვდნენ, შეუძლია თუ არა სხვა კლუბში გადასვლა. “ნაპოლი” ხვიჩას მხოლოდ ძალიან დიდ ფასად თუ შეელევა”.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულშემატკივრების დახმარებით წარმატების უფრო დიდი შანსი გვაქვს: რა ღირს დაფინანასებული ბილეთი

ყველაზე ექსცენტრიკული ფეხბურთელები: გრობელარიდან ასამოამდე