იტალიის სერია ა-ს მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში “ნაპოლიმ” “დიეგო მარადონაზე” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და 5:1 გაანადგურა. ლუჩანო სპალეტის გუნდმა მეტოქეს საოცარი ფეხბურთი ითამაშა მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირწმინდან დაჩაგრა.
დღეს, კიდევ ერთხელ ვიხილეთ “კვარაშოუ. ხვიჩა კვარაცხელიამ “ბებერი ქალბატონის” წინააღმდეგ გოლს+2 საგოლე პასი მიითვალა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში “კვარას” 7 გოლი და 9 პასი დაუგროვდა.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩი ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. Whoscored.com-მა ხვიჩა კვარაცხელიას 9.8 დაუწერა, 9.4 აქვს ვიქტორ ოსიმენს, 7.8 ამირ რაჰმანის, 7.7 აქვთ ჯოვანი დი ლორენცოს და კიმ მინ ჯაეს.
რაც შეეხება Sofascore-ის მონაცემებს, აქაც საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიაა-9.0. ვიქტორ ოსიმენი-8.6 და 8.0 კიმ მინჯაე.
GIPHY App Key not set. Please check settings